სასწავლო თემის ავტორი: ნინო გოგუაძე
რაიონი:
ძველი თბილისი
სკოლა:
სსიპ N 49 საჯარო
ქალაქი:თბილისი
თემის დასახელება:
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის ,,გლახაკი და ქილა ერბო“ მათემატიკური ანალიზი
თემის შინაარსი:
მოსწავლეები გაეცნობიან სულხან-საბა ორბელიანის იგავ -არაკს ,,გლახაკი და ქილა ერბო“. განახორციელებენ მათემატიკურ კვლევას და დაადგენენ, თუ რა მოხდებოდა გლახაკს ქილა რომ არ გაეტეხა, გამდიდრდებოდა? ასევე გამოთვლიან რა თანხა ექნებოდა გლახაკს იმ შემთხვევაში, თუ იგი მოპოვებულ თანხას ბანკში შეიტანდა.
საგანი:
მათემატიკა
დონე/კლასი:
საბაზო, IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო:2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები :
მოსწავლე ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს რა უფრო მიზანშეწონილია
მოქმედებათა შედეგის შეფასება, თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა;
იყენებს შეფასებას
ნამდვილი რიცხვებზე შესრულებული გამოთვლების შედეგის ადეკვატურობის
შესამოწმებლად;
ერთი არითმეტიკული მოქმედების შემცველ გამოსახულებაში ამრგვალებს წევრებს
(ნამდვილი რიცხვებს) და პოულობს მოქმედებებათა შედეგის მიახლოებით
მნიშვნელობას;
მსჯელობს დამრგვალებით გამოწვეულ განსხვავებაზე;
იყენებს “წინააღმდეგის დაშვების” მეთოდს რიცხვების შესახებ მარტივი დებულებების
დამტკიცებისას.
ასრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად/რთულად დარიცხულ საპროცენტო
განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის
განსხვავებაზე;
მსჯელობს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი
ეთიკური/სოციალური ხასიათის პრობლემების შესახებ (სხვადასხვაგვარი ინფორმაცია
ინტერნეტში;
საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის
მომხმარებლის უფლება/მოვალეობები, მომსახურე მხარის უფლება/მოვალეობები);
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლე აღიქვამს ამოცანის შინაარსს, გაიაზრებს და გამიჯნავს ამოცანის მონაცემებსა და საძიებელ სიდიდეებს.
ახდენს მონაცემების (მათ შორის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების) ორგანიზებას და მათ წარმოდგენას;
გადმოცემისას სწორად და ეფექტიანად იყენებს მათემატიკურ ტერმინებსა და აღნიშვნებს.
ადეკვატურად ირჩევს სიმკაცრის დონეს და როდესაც საჭიროა, დასაბუთებისას იყენებს მკაცრ მათემატიკურ მსჯელობას (მათ შორის ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობას);
ამყარებს კავშირებს (მაგალითად, სხვა მათემატიკურ სტრუქტურებთან, ობიექტებთან ან სხვა დისციპლინებთან) და იყენებს ამ კავშირებს როგორც პრობლემის გადაჭრისას, ასევე მიღებული შედეგების გაანალიზებისას;
ინფორმაციის გადაცემისას წარმოაჩენს საკითხის არსს (მაგალითად, მათემატიკური ობიექტის არსებით თვისებებს);
კორექტულია მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში. იგებს და აანალიზებს სხვის ნააზრევს;
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას;
აუდიტორიისა და საპრეზენტაციო მასალის მიხედვით ირჩევს პრეზენტაციის ფორმას და დამხმარე საშუალებებს (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებს). ეფექტიანად იყენებს პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დროს;
ახდენს პრობლემის ფორმულირებას აუდიტორიისათვის გასაგები ფორმით. ასაბუთებს პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას (იგულისხმება პრობლემის პრაქტიკული ან/და წმინდა მეცნიერული აქტუალურობა);
სადემონსტრაციოდ იყენებს მაგალითებს, როგორც რეალური ვითარებიდან ასევე მათემატიკიდან;
კეთილსინდისიერად ასრულებს დავალებებს (ვადებისა და რაოდენობის თვალსაზრისით).
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვა:
რას ნიშნავს მხატვრული ნაწარმოების მათემატიკური ანალიზი?
თემატური კითხვები:
როგორ ფიქრობთ, შეძლებთ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის ,,გლახაკი და ქილა ერბო“ -მათემატიკურ ანალიზს?
როგორ აპირებთ კვლევის განხორციელებას?
რა მოხდებოდა გლახაკს ქილა რომ არ გაეტეხა, გამდიდრდებოდა?
შინაარსობრივი კითხვები:
რას ეწოდება მარტივი და რთული პროცენტის წესით დარიცხვა? როგორი სახე აქვთ მარტივი და რთული პროცენტის წესით დარიცხვის ფორმულებს?
შეფასების დროის ჩარჩო:
განმავითარებელ
შეფასებას
ვიყენებ
პროექტზე
მუშაობის
დაწყებამდე,
რათა
განვსაზღვრო
შესაბამისი
სასწავლო
ღონისძიებები
ვიყენებ შეფასების გეგმის ჩეკლისტს, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას, შეფასების გეგმას აქტივობისთვის,
რათა დავადგინო არიან თუ არა მოსწავლეები აქტიურად ჩართული პროექტის მოლოდინების, სასწავლო მიზნების, პროექტის კრიტერიუმების შესწავლასა და გაგებაში.
მოსწავლეთა
თვითშეფასებას, მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას.
გამოვიყენებ ყოველდღიურ შეფასებას, რისი საშუალებითაც შევძლებ მოსწავლეთა მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნის დონის დადგენას. შემოწმება მოხდება სხვადასხვა სახით: ტესტი (ღია ან დახურული კითხვებით)
ყოველკვირეული შუალედური შეფასება შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებითაც.
გამოვიყენებ შეფასების ჩეკლისტს საპროექტო დავალების პირობების დაცვისთვის, ასევე შეფასების გეგმას აქტივობისთვის,
რათა დავადგინო არიან თუ არა მოსწავლეები აქტიურად ჩართული პროექტის მოლოდინების, სასწავლო მიზნების, პროექტის კრიტერიუმების შესწავლასა და გაგებაში.
გამოვიყენებ მოსწავლისა და მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
საოფისე პროგრამების ცოდნა:
PowerPoint-ში მუშაობა;
ინტერნეტრესურსების გამოყენება;
ჯგუფში მუშაობა;
სადისკუსიო სტრატეგიების ცოდნა;
ფუნქციათა ოჯახების, მათი შედარებისა კვლევის მეთოდების ცოდნა.
სასწავლო პროცედურები:
კითხვარის საშუალებით დავადგენ ,რა არის ცნობილი მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის -,,გლახაკი და ქილა ერბო“ შესახებ ;
მოსწავლეებს ვთხოვ დეტალურად შეისწავლონ მოცემული ნაწარმოები;
მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ ვიდეოს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებების მათემატიკური ანალიზი და ვთხოვ მათაც განახორციელონ მოცემული იგავ-არაკის მათემატიკური კვლევა;
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად;
წინასწარ გავაცნობ კვლევის წარმოებისთვის საჭირო დეტალებს და შეფასების სქემებს;
მოსწავლეებს ვთხოვ კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინონ PowerPoint-ში;
მოსწავლეების მიერ კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის ხარისხის შემოწმების მიზნით, ჯგუფებს შორის გავმართავ დისკუსიას, შეჯიბრს.
მოსწავლეებს დავავალებ დაადგინონ , რა თანხას იშოვიდა გლახაკი იმ შემთხვევაში თუ იგი ერბოს გაყიდვით მიღებულ თანხას ბანკში შეიტანდა. ვთხოვ, რომ განიხილონ ორი შემთხვევა.( მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი)
მოსწავლეებს ვთხოვ შექმნან ბლოგი, სადაც ასახული იქნება კვლვის შედეგები.
დიფერენცირებული სწავლება, სპეციალური საჭიროებები:
ასეთი მოსწავლეები არ არიან
არაქართულენოვანი
მოსწავლეები: (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ასეთი მოსწავლეები არ არიან
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები:
მაღალაკადემიური მოსწრების მოსწავლეები დაეხმარებიან დანარჩენებს პრეზენტასიის მომზადებაში, მათ დაევალებათ შედარებით რთულ ამოცანებზე მუშაობა და შეასრულებენ პრეზენტატორის ფუნქციას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგია – ტექნიკა:
ფოტოკამერა, კომპიუტერი (ები), ციფრული კამერა, DVD ფლეიერი, ინტერნეტკავშირი, ლაზერული დისკი, საბეჭდი მანქანა/პრინტერი, პროექტორი
სკანერი,ვიდეო; ვიდეოკამერა.
სხვა ტექნოლოგია : მონაცემთა ბაზა/ცხრილები, საგამომცემლო პროგრამები, ელფოსტის პროგრამა, ფოტო/სურათების დამუშავება, ინტერნეტძიება, მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა, ვორდის პროგრამა , ბეჭდვითი მასალები, სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები.
ინტერნეტრესურსები
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/sulxan_saba_orbeliani/sibrdzne_sicruisa/glaxaki%20da%20kila%2
toondoo.com
powtoon.com
gmail.com
http://intelskurs.blogspot.com/
სხვა რესურსები :მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან და მშობლები.
No comments:
Post a Comment